|
2017-05-22 10:37:27, 2407 ნახვა
სამართალი
საქართველოში ტერაქტის მომზადების საქმეზე ბრალდებულების მიმართ სასამართლომ განაჩენი გამოიტანა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერაქტის მომზადების საქმეზე ბრალდებულების მიმართ განაჩენი გამოიტანა. როგორც „ექსპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისათვის და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარებისა და ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების ფაქტზე დაკავებულ ბექა ბექაურს საბოლოო ჯამში, 14 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, ვლადიმერ რუხაძეს 12 წელი, მინდია ვაშაყმაძეს 13, ჯაბა მელქაძეს ასევე 13 წელი, ნური ჭკადუას კი 7 წელი მიესაჯა. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაკავებულ საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ლევან მამფორიას 2 წლით, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე დაკავებულ საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბაღიშვილს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ტერაქტის მომზადების საქმეზე განაჩენი 19 მაისს გამოცხადდა. შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გასული წლის თებერვალში საქართველოში ტერორისტული აქტის აღკვეთის შესახებ განაცხადა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს 5 მოქალაქე სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთზე აფეთქებას ამზადებდა. ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისათვის და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარებისა და ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების ფაქტზე, ბექა ბექაური, ვლადიმერ რუხაძე, მინდია ვაშაყმაძე, ჯაბა მელქაძე და ნური ჭკადუა დააკავეს. აღნიშნული პირების გარდა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი ლევან მამფორია, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე - საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბაღიშვილი დააკავეს. ტერაქტის მომზადების საქმეზე შვიდივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოძიების პერიოდში ლევან მამფორიასა და ირაკლი ბაღიშვილს პატიმრობა გირაოთი შეუცვალა.
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)