19:40 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-21 17:57:12, 1819 ნახვა

საზოგადოება
ხვალ დილის 09:00 საათიდან 26 მაისის ჩათვლით, თავისუფლების მოედნის ნაწილი გადაიკეტება

თბილისის მერიის ინფორმაციით, 22 მაისის დილის 09:00 საათიდან 26 მაისის ჩათვლით, თავისუფლების მოედნის ნაწილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო გადაიკეტება.

შესაბამისად, მოძრაობა შეიზღუდება პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მიმავალ ზოლზე. ხოლო, უკუმიმართულებით – თავისუფლების მოედნიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მიმავალ ზოლზე ავტოტრანსპორტი შეუფერხებლად იმოძრავებს.  

ამ პერიოდის განმავლობაში მუნიციპალური ტრანსპორტი დროებით შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებს. ბარათაშვილის ქუჩიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტობუსები ჩავლენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, აუხვევენ მიხეილ ჯავახიშვილის (ყოფ. ელბაქიძის აღმართი) ქუჩაზე და მოძრაობას ფილარმონიის მიმართულებით გააგრძელებენ.

მიკროავტობუსები ბარათაშვილის ქუჩიდან თაბუკაშვილის ქუჩაზე შეუხვევენ და რუსთაველის გამზირზე ჭანტურიას  ქუჩის გავლით მოხვდებიან.

ანალოგიურად, კოტე აფხაზისა და დადიანის ქუჩებიდან რუსთაველის გამზირისკენ მიმავალი ავტოტრანსპორტი პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩებს გაივლის და რუსთაველის გამზირზე თაბუკაშვილის ქუჩიდან იმოძრავებს. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics