|
2017-05-20 14:27:24, 2191 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენი: არასდროს ვთვლიდი, რომ ჰილარი კლინტონი კარგი კანდიდატი იყო, ასეთად ჩემს თავს მივიჩნევდი
ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატი კანდიდატი ჰილარი კლინტონი გააკრიტიკა, - ამის შესახებ CNN იუწყება. როგორც ბაიდენმა ლას ვეგასში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის ჰილარი კლინტონს კარგ კანდიდატად არასდროს თვლიდა. არასოდეს მივიჩნევდი, რომ ჰილარი კლინტონი კარგი კანდიდატია. ჩემს თავს მივიჩნევდი კარგ კანდიდატად. არავინ უნდა გამოაცხადოს საპრეზიდენტო ამბიციები თუ მართლაც არ სჯერა, რომ ქვეყნის ისტორიის გარკვეულ მომენტში ყველაზე კვალიფიცირებული პირია, რათა ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს გაუმკლავდეს“, - აღნიშნა ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა. გარდა ამისა, ჯო ბაიდენის განცხადებით, "ჰილარი კლინტონს არასდროს სურდა პრეზიდენტო, რადგან არ ესმოდა მისი არსი. არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება მისთვის იყო, უბრალოდ ის რაც უნდა გაეკეტებინა". მიუხედავად აღნიშნული კრიტიკისა, ბაიდენის თქმით, "საბოლოო ჯამში ჰილარი კარგი პრეზიდენტი იქნებოდა". კითხვაზე - მიიღებს თუ არა ჯო ბაიდენი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშ მონაწილეობას, ყოფილმა ვიცე-პირეზიდენტმა თქმა: "მე შემიძლია მონაწილეობის მიღება, თუმცა ამას სავარაუდოდ არ გავაკეთებ", - დასძინა ბაიდენმა. ბაიდენის შეფასებით, ის კლინტონთან შედარებით პრეზიდენტობას თავს უკეთესად გაართმევდა. ბაიდენი თვლის, რომ ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას მემკვიდრეობას უკეთესად განავიტარებდა.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)