|
2017-05-19 13:30:44, 2175 ნახვა
სამართალი კომენტარი
დეკანოიძე: სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის ძმის ოჯახში განხორციელებული ჩხრეკა, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ ხატია დეკანოიძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის ძმის ოჯახში განხორციელებული ჩხრეკა, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. „ფაქტია, რომ ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომია. მაშინ, როდესაც ფარცხალაძე დაუსჯელია, გოგოაშვილი კი ისევ თანამდებობაზე და ამ დროს ევროსასამართლოს მოსამართლის ძმის ოჯახში ხორციელდება რამდენიმე საათიანი ჩხრეკა, სადაც იარაღს პოულობენ, ბევრი კითხვის ნიშნები ჩნდება. ფაქტია რომ ქალბატონო წოწორია საქართველოს ხელისუფლებისთვის არაკომფორტული მოსამართლეა. ვინაიდან იგი იხილავს ბევრ ისეთ საქმეს რომელიც ივანიშვილის კომფორტის საქმეს არ წარმოადგენს. თუნდაც იგივე „რუსთავი 2“-ის საქმე. როდესაც სტრასბურგის გადაწყვეტილებმა საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ ტელეკომპანიის წინააღმდეგ გადადგმული არადემოკრატიული ნაბიჯი შეაჩერა“, - განაცხადა დეკანოიძემ.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)