18:44 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-19 13:08:16, 753 ნახვა

სამხედრო
ვაზიანში სპეციალური ძალების ერთობლივი სწავლება გაიმართა

ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე სპეციალური ძალების ერთობლივი სწავლება გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ტიპის სწავლება 2007 წლის შემდეგ პირველად განხორციელდა და მასში საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სპეცდანიშნულებისა და რეინჯერთა ბატალიონები, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის სპეცრაზმი მონაწილეობდა. ქართული ქვედანაყოფების სწავლება ევროპაში აშშ-ის სპეცდანიშნულების ინსტრუქტორების მონაწილეობით მიმდინარეობდა. დასკვნით ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა დაესწრნენ.

ვაზიანში შემაჯამებელი სწავლებით 4-დღიანი წვრთნა დასრულდა, რომელიც მიზნად ორი ძალოვანი უწყების სტრუქტურული ქვედანაყოფების ურთიერთთავსებადობის გაძლიერებასა და კოორდინირებულად მოქმედებას ისახავდა.

სწავლების დაგეგმარების პროცესში ორი უწყების ქვედანაყოფებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს, რომელიც აღსრულების პროცესში პრაქტიკულად განახორციელეს. თავდაპირველად, სპეციალური დანიშნულების ბატალიონის მებრძოლებმა ვაზიანში სადაზვერვო სამუშაოები ჩაატარეს. რეინჯერთა ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ აეროდრომის ირგვლივ პერიმეტრი დაიკავა, ხოლო სპეციალური ოპერაციების ძალებმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის სპეცრაზმმა ობიექტების შტურმი დაიწყეს, რაც პირობითი მოწინააღმდეგის განადგურებით დასრულდა.

4-დღიანი წვრთნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებსა და ევროპაში აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე განხორციელდა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics