05:29 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-18 17:23:33, 1809 ნახვა

საზოგადოება სამხედრო
დამოუკიდებლობის კვირეულის ფარგლებში ლექციას ილიას უნივერსიტეტმა უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, ახალგაზრდა თაობაში ცნობიერების ამაღლების მიზნით, დამოუკიდებლობის კვირეული ტარდება. 

კვირეულის ფარგლებში, სალექციო კურსს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებელი მასპინძლობს.

დღეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და შეიარაღებული ძალების როლზე ლექცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მოისმინეს.

თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი, ისტორიის დოქტორი ბექა კობახიძე და ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი, ისტორიის დოქტორი ლაშა ბაქრაძე ახალგაზრდებს საქართველოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე, ამ კონტექსტში შეიარაღებული ძალების როლსა და ქვეყნის განვითარების პერსპექტივებზე ესაუბრნენ. მომხსენებლებმა საქართველოს პირველი რესპუბლიკა და გასაბჭოების პერიოდიც გაიხსენეს.

დამოუკიდებლობის კვირეულის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და მოწვეული ისტორიკოსები ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებს, თავისუფალი უნივერსიტეტისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს უკვე შეხვდნენ და თემაზე - „საქართველოს დამოუკიდებლობა და შეიარაღებული ძალების როლი, ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში“ - ლექცია წაუკითხეს.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics