|
2017-05-17 13:23:17, 1888 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი: მგონია, ზალბერს სიტყვა წასცდა ან იფიქრა, რომ თავისი განცხადებით ურთიერთობას მოაგვარებს
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ჰერბერტ ზალბერს სიტყვა წასცდა და ის საქართველოსთან მიმართებაში ევროკავშირის პოლიტიკასთან დაკავშირებული არ არის. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ზალბერს ურთიერთობის მოგვარება სურდა. „მგონია, რომ სიტყვა წასცდა ან იფიქრა, რომ თავისი განცხადებით რაღაც ურთიერთობას მოაგვარებს და ჟენევაში ამ პროცესის განვითარებას ხელს შეუწყობს, რაც სიღრმისეული შეცდომაა. არ მინდა, ეს საკითხი ან მისი ეს გადაცდომა საქართველოსთან მიმართებაში ევროკავშირის პოლიტიკას დავუკავშირო, რადგან არასწორი ვიქნები. მაგრამ ამ პიროვნებამ განცხადება თავად უნდა გააკეთოს. ეს არც არაფერს უწყობს ხელს და საქართველოს მიმართ კიდევ არაკორექტულ დიპლომატიურ ნაბიჯს დგამს. ეს ევროკავშირის პოლიტიკასთან დაკავშირებული არ არის, რომლის შესახებაც ძალიან კარგად ვიცით“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. ცნობისთვის, მომხდარი ფაქტის გამო, საგარეო უწყებამ საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი დაიბარა. შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)