21:07 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-16 14:17:58, 2248 ნახვა

მსოფლიო
ნიკი ჰეილი: რუსეთი და ირანი ასადს საშუალებას აძლევენ, გაიტაცოს, აწამოს და მოკლას ხალხი

გაერო-ში ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივი წარმომადგენლის ნიკი ჰაეილის განცხადებით, რუსეთი დასავლეთის ქვეყნების მხარეს უნდა დადგეს და სირიის პრეზიდნეტის ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ უნდა გამოვიდეს, - ამის შესახებ Newspapers.com იუწყება,

ნიკე ჰეილის სირიის ხელისუფლება კაციბრიობის წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებების გამო დაადანაშაულმა.

გაეროში აშშ-ის ელჩმა შესაბამისი პასუხისმგებლობა რუსეთსა და ირანს დააკისრა.

„ასადის კრემატორიუმებში მასობრივი მკვლელობების მიმალვის მცდელობები მე-20 საუკუნის ყველაზე საშინელ დანაშაულებს გვახსენებს. მიუხედავად იმისა, რომ ასადს ეკისრება ძირითადი პასუხისმგებლობა ამ სისასტიკეზე, მძიმე ტვირთი ასევე ადევს მის მოკავშირეებს, რუსეთსა და ირანს. რუსეთი და ირანი ასადს საშუალებას აძლევენ გაიტაცოს, აწამოს და მოკლას ხალხი, სასამართლოსა და გამოძიების გარეშე. მთლიანად მსოფლიომ გაიაზრა თუ რა საშინელებებს აკეთებს სირიის რეჟიმი. დადგა დრო, რუსეთი შემოგვიერთდეს“, - ნათქვამია ნიკი ჰეილის განცხადებაში. 

BBC-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი თანამგზავრის მიერ გადაღებულ ფოტომასალას აქვეყნებს, სადაც უწყების მტკიცებით, სამხედრო ციხის კრემატორიუმია განთავსებული.

ამერიკელი დიპლომატების მოსაზრებით, კრემატორიუმი წამების მსხვერპლ ტყვეთა ცხედრების გასანადგურებლად და კვალის დასაფარად გამოიყენება. ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, სტუარტ ჯონსის განცხადებით, ამერიკამ არაერთხელ განაცხადა სირიის რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე.

სტუარტ ჯონსი რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ ისარგებლოს გავლენით, რათა დასრულდეს ასეთი არაადამიანური მოპყრობა. აშშ ასევე თვითმხილველთა განცხადებებს ეყრდნობა, რომელთაც წამების შემდეგ საპყრობილისთვის თავის დაღწევა შეძლეს და ციხეში არსებულ სისასტიკესა და არაადამიანურ მოპყრობაზე ყვებიან. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics