|
2017-05-16 09:34:26, 1985 ნახვა
მსოფლიო
ემანუელ მაკრონი: საფრანგეთი და გერმანია ევროკავშირის რეფორმირებისთვის ე.წ. საგზაო რუკას შეიმუშავებენ
საფრანგეთის ახლადარჩეული პრეზიდენტის ემანულ მაკრონის განცხადებით, პარიზი და ბერლინი ევროკავშირის რეფორმირებისთვის უახლოეს მომავალში ე.წ. საგზაო რუკას შეიმუშავებენ. როგორც მაკრონიმ ბერლინში კანცლერ ანგელა მერკელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, შესაბამისი გადაწყვეტილება მთელი ევროპის ზრდაზეა მიმართული. „ჩვენ ევროკავშირისა და ევროზონისთვის საგზაო რუკის პროექტზე, ჩვენს გუნდებთან ერთად, ერთობლივად ვიმუშავებთ. საფრანგეთს გერმანიასთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობები სურს, რომელიც მიმართულია არამხოლოდ ორი ქვეყნის, არამედ მთელი ევროპის ზრდაზე“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა. ე.წ. საგზაო რუკის მნიშვნელობაზე ანგელა მერკემაც ისაუბრა ისაუბრა. „ე.წ. საგზაო რუკა ევროკავშირის საშუალოვადიან პერსპექტივებს მოიცავს. საუბარია, თუ როგორ შეიძლება გაძლიერდეს ევროზონა და როგორ გახდეს კრიზისის მიმართ უფრო მდგრადი, თუნდაც საგადასახადო სისტემის მიმართულებით. ფრანგულ-გერმანული პროექტების ხარჯზე“, - განმარტა ანგელა მერკელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, ის ემანუელ მაკრონთან ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდა, რაც ევროკავშირისა და ევროზონის მხარდაჭერიდან დაწყებული, უსაფრთხოების პოლიტიკით დამთავრებული, სხვადასხვა საკითხს მოიაზრებს. კანცლერის თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას საუბარი, ძირითადად, სამ მნიშვნელოვან საკითხს შეეხო. ეს არის სფეროები, რომელშიც მხარეები მომავალში თანამშრომლობას გეგმავენ. ერთ-ერთი საკითხი, აქტუალური ევროპული თემებია, რომელზეც მხარეები ერთობლივად იმუშავებენ. ეს არის ახალი ინიციატივები დამსაქმებელთათვის, ახალი ევროპული სისტემის შემუშავება თავშესაფრის მაძიებელთათვის სტატუსის მისანიჭებლად. ასევე, სავაჭრო ურთიერთობები, რომელიც ასევე ორივე ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნას ითვალისწინებს. კიდევ ერთი თემა კი, მერკელის თქმით, ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაა. ამ მიზნით, ივლისში ფრანგულ-გერმანული მინისტრთა საბჭო გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება პროექტები, რომელთაც ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას შესაძლოა ახალი ბიძგი მისცეს. შეგახსენებთ, ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტი ოფიციალურად 14 მაისს ჩაიბარა. მისი პირველი საერთაშორისო ვიზიტი გერმანიაში შედგა.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)