12:41 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-13 12:11:17, 1667 ნახვა

საზოგადოება
ჩუღურეთის რაიონში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დასრულდა

თბილისს კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი შეემატა - ჩუღურეთის რაიონში, ჩიტაიას ქუჩაზე,  ახალი ბაგა-ბაღის დასრულებული სამშენებლო სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად დაათვალიერა.

შვიდ ჯგუფიანი ბაღი ფუნქციონირებას 2017 წლის სექტემბრიდან დაიწყებს. სკოლამდელი აღზრდის ახალი დაწესებულება 250  აღსაზრდელს მიიღებს,  დასაქმდება  40 - მდე ადამიანი.

"დღეს კიდევ ერთი ახალი ბაღი ჩავიბარეთ. ეს ძალიან მჭიდრო დასახლებაა. შესაბამისად, ადგილობრივებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალი ბაგა-ბაღი. დღეიდან დაიწყება შენობის ინვენტარით აღჭურვა და შიდა კეთილმოწყობა, რომ სექტემბრიდან ამ საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი დაიწყოს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ახალი საბავშვო ბაღი თბილისის სხვა ბაგა - ბაღებისგან ორიგინალური არქიტექტურით გამოირჩევა. შენობის დაგეგმვისას სააგენტომ  ტერიტორიის სიმცირე გაითვალისწინა და პროექტიც ამის მიხედვით მომზადდა. 

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში, თბილისში ხუთი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics