|
2017-05-12 18:42:05, 1721 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ესტონეთის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს კერსტი კალიულაიდს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის სფეროებზე, ევროკავშირთან ურთიერთობასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის გაძლიერებაზე ისაუბრეს. გიორგი კვირიკაშვილმა ესტონეთის პრეზიდენტს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა მიულოცა და ევროპული და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორმხრივი ურთიერთობები ყველა მიმართულებით სწრაფად ვითარდება, რის შედეგადაც ღრმავდება ეკონომიკური კავშირები. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ესტონური ინვესტიციების ზრდას მიესალმება. საუბარი ტურიზმის განვითარების პოზიტიურ დინამიკას შეეხო. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქების უვიზოდ მოგზაურობა ევროპაში, ადამიანებს შორის კონტაქტების გააქტიურებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს ევროინტეგრაციის გზაზე ესტონეთის წარმატებული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას მისცემს. შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ორი ქვეყნის სექტორულ თანამშრომლობას. პრემიერ–მინისტრის განცხადებით, ასევე მისასალმებელია ესტონელი ექსპერტების ჩართულობა საქართველოს საჯარო მოხელეების შესაძლებლობების გაზრდაში. მხარეებმა დადებითად შეაფასეს საგანმანათლებლო სფეროში არსებული თანამშრომლობა და აღნიშნეს, რომ სულ უფრო მეტი ქართველი სტუდენტი ირჩევს ესტონეთს განათლების მისაღებად და სამეცნიერო კვლევების განსახორციელებლად. შეხვედრის დასასრულს, გიორგი კვირიკაშვილმა ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი საქართველოში მიიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)