|
2017-05-12 16:02:25, 1993 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
„საქართველოს არაფერი დააკლდება, 30-ით ნაკლები დეპუტატი თუ იქნება, იმ დარბაზში ისედაც ბევრი მთვლემარე ზის“
საქართველოს არაფერი არ დააკლდება, 30-ით ნაკლები დეპუტატი თუ იქნება, იმ დარბაზში ისედაც ბევრი მთვლემარე დეპუტატი ზის, - ამის შესახებ "პატრიოტთა ალინსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა, თელავში საკონსტიტუციო პროექტის საერთო-სახალხო გამოსვლაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „რეალობა წარმოიდგინეთ და ვთქვათ, არჩევნებში პირველ ადგილზე გასული პარტია 23 პროცენტს იღებს, ხოლო ბარიერგადალახულმა 2-3 პარტიამ 24 პროცენტი მიიღეს. გამოდის, რომ პირველ ადგილზე გასული პარტია ისე, რომ მათ მოსახლეობის მეოთხედიც არ უჭერს მხარს, ანუ, 4 კაცში ერთი კაციც რომ არ უჭერს მხარს, მთლიანად გადაუნაწილებელ მანდატებს იღებს. ამ მოცემულობის თანახმად, ოპოზიციამ 24 პროცენტი რომ აიღოს, სახელისუფლებო ძალამ 24 პროცენტი, გადასანაწილებელი 53 პროცენტი დარჩება და გამარჯვებული პარტია მთლიანად 53 პროცენტს აიღებს, რასაც დემოკრატიულ გადანაწილებას უწოდებენ და ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობას ისე იკავებენ, რომ სინამდვილეში ერთი კაციც არ უჭერთ მხარს. საქმე პროცენტებში კი არ არის, სიმართლეშია. გადასანაწილებელი ხმები დარჩა? - ამ ხმებს ნურავინ ნუ აიღებს, პარლამენტის წევრთა რაოდენობა ცვალებადი იყოს, 150 წევრი ნუ იქნება, 120 დეპუტატი იყოს და საქართველოს არაფერი არ დააკლდება, 30-ით ნაკლები დეპუტატი თუ იქნება. იმ დარბაზში ისედაც ბევრი მთვლემარე დეპუტატი ზის“, - განაცხადა ინაშვილმა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)