|
2017-05-12 13:09:35, 3961 ნახვა
კულტურა
რუსთაველის თეატრში, პოეტ ზურაბ გორგილაძისადმი მიძღვნილი „ბათუმური საღამო“ გაიმართა
თბილისში, რუსთაველის თეატრში, ბათუმელი პოეტის ზურაბ გორგილაძისადმი მიძღვნილმა "ბათუმურმა საღამომ" ანშლაგით ჩაიარა. კონცერტში მონაწილეობა მიიღო ცნობილმა ქართველმა შემსრულებლებმა და აჭარიდან წარმოდგენილმა ქორეოგრაფიულმა და ვოკალურმა ანსამბლებმა. რუსთაველის თეატრში შეკრებილი საზოგადოების წინაშე წარსდგა აჭარის მელიტონ კუხიანიძის სახელობის ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი, ანსამბლები "ბერმუხა", "ბათუმი", მომღერლები: ნინო ქათამაძე, სოფო ხალვაში, ლაშა ღლონტი, ანი კეკუა, ირაკლი კახიძე. მუსიკალური ნომრები შეასრულა ასევე ზაზა მარჯანიშვილმა და დავით ევგენიძემ. თეატრალური პერფორმანსით სცენაზე "თითების თეატრიც" გამოჩნდა, რომელიც ბათუმშია დაარსებული. საღამოზე გაცოცხლდა ბათუმური ისტორიები, ზურაბ გორგილაძისთვის მუზად ქცეული მშობლიური კუთხე თავისი მრავალფეროვნებით. განსაკუთრებული ოვაციები დაიმსახურა ახალგაზრდა პოეტების მიერ წაკითხულმა ზურაბ გორგილაძის ლექსმა "ოჰოი ნანა" და დიდი მაესტროს ჯანსუღ კახიძის მიერ შექმნილმა სიმღერამ ბათუმზე, რომელიც ლაშა ღლონტთან ერთად პატარა ბათუმელებმა შეასრულეს. საღამოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში სტუმრად მყოფი პოლონეთის დელეგაცია, მწერლები, ხელოვნების სხვადასხვა დარგის მოღვაწეები ესწრებოდნენ.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)