11:13 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-12 11:26:37, 1515 ნახვა

საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა უმრავლესობისთვის ინფორმაციის მიღების წყარო ტელევიზია და შემდეგ ინტერნეტია

 ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის  საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა, 76% ამბობს, რომ ინფორმაციას პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ ძირითადად ტელევიზიიდან იღებს.

გამოკითხულთა 16% ინფორმაციის მიღების პირველ წყაროდ ინტერნეტს ასახელებს, ხოლო მეორე წყაროდ ინტერნეტს 24 % აფიქსირებს. ინფორმაციის მიღების პირველ წყაროდ გამოკითხულთა  3% მეზობლებსა და მეგობრებს ასახელებს, 2% ოჯახის წევრებს, 1% გაზეთებს და ჟურნალებს, ასევე 1% რადიოს.

ინფორმაციას მხოლოდ ერთი წყაროდან 27% იღებს.

კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, 2 493 მოქალაქე პირისპირ ინტერვიუს საშუალებით გამოიკითხა.

NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.

გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
ხამენეის დაკრძალვის ლოცვაში მილიონობით მონაწილე სკანდირებს და მისი სიკვდილისთვის შურისძიებას ითხოვს
ლონდონში ლგბტ პირთა აღლუმში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics