11:13 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-12 10:59:53, 1549 ნახვა

საზოგადოება
გამოკითხულთა 92% აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაციის შესახებ სმენიათ

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის  საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა აცხადებს, რომ  ვიზალიბერალიზაციის შესახებ სმენიათ.

კერძოდ, კითხვაზე- გსმენიათ თუ არა ვიზალიბერალიზაციის შესახებ, რომელიც ევროკავშირის წევრ უმეტეს ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობის საშუალებას მოგცემთ, 92%-მა ღნიშნა, რომ სმენიათ,  7% აცხადებს, რომ არ სმენია, 1% კი აფიქსირებს - "არ ვიცი".

გამოკითხულთა უმრავლესობა ასევე ამბობს, რომ აქვთ საკმარისი ინფორმაცია წესებისა და პროცედურების შესახებ.

კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე, 2 493 მოქალაქე პირისპირ ინტერვიუს საშუალებით გამოიკითხა.

NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.

გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
ხამენეის დაკრძალვის ლოცვაში მილიონობით მონაწილე სკანდირებს და მისი სიკვდილისთვის შურისძიებას ითხოვს
ლონდონში ლგბტ პირთა აღლუმში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics