|
2017-05-10 18:41:19, 3721 ნახვა
საზოგადოება კულტურა
ლატვიაში საქართველოს ცნობადობის ამაღლების მიზნით ღონისძიებები გაიმართა
ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ლატვიაში ევროკომისიის წარმომადგენლობის ინიციატივით და ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით, საქართველოს საელჩომ ღიაკარის დღე გამართა და ლიტვის ხვადასხვა ქალაქების სკოლის დამამთავრებელი კლასების 47 მოსწავლეს უმასპინძლა. მოწვეულ სტუმრებს, საელჩოს წარმომადგენლებმა, საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებინფორმაცია მიაწოდეს. აღინიშნა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერმ მიღწეული წარმატებები. მოწვეული სტუმრები, ასევე, საელჩოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს გაეცნენ. პრეზენტაციის შემდგომ დისკუსია გაიმართა. პრეზენტაციების დასასრულს საელჩო სტუმრებს ქართული, ტრადიციული კერძებით გაუმსაპინძლდა. აღსანიშნავია, რომ ამავე დღეს საქართველოს საელჩომ ასევე მონაწილეობა მიიღო ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაშიც, რომლის ფარგლებშიც სამინისტროს შენობაში, განთავსდა საქართველოს სტენდი, რომელიც მოიცავდა ინფორმაციას საქართველოს ისტორიის, კულტურის და ტურისტული პოტენციალის შესახებ. ღონისძიების დასასრულს, საელჩოების წარმომადგენლებსა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანმა ზანდა კალნინა–ლუკაშევიცამ მიმართა და საელჩოებს, ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობისათვის, მადლობა გადაუხადა. აღინიშნა, რომ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განთავსებული ქართული სტენდი ყველაზე მეტმა სტუმარმა მოინახულა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)