|
2017-05-08 16:59:51, 1633 ნახვა
საზოგადოება
ფერმერებს ბოსტნეულის მყნობის ტექნოლოგიებზე ტრენინგი ჩაუტარდათ
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთწლოვანი კულტურების მეთესლეობის წილკნის საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე, ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების კვლევის სამსახურის სპეციალისტებმა ფერმერებს, აგრარული მიმართულების სტუდენტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს ბოსტნეულის მყნობის ტექნოლოგიებზე ტრენინგი ჩაუტარეს. ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეებმა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით პომიდვრის, ბადრიჯნის და წიწაკის მყნობა შეისწავლეს. ბოსტნეულის მყნობა არის ტექნოლოგია, რომელიც ითვალისწინებს ერთი ოჯახის შიგნით დაავადებისადმი გამძლე საძირის და სასურველი ჯიშის, ჰიბრიდის სანამყენეს დაკავშირებას, რაც მცენარეების დაავადებებისგან დაცვას, ვეგეტაციის გახანგრძლივებას და მოსავლიანობის გაზრდას უზრუნველყოფს. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლები პერიოდულად სხვადასხვა აგარარული მიმართულების სემინარებს და ტრენინგებს ატარებენ, მათში მონაწილეობა უფასოა. ტრენინგებისა და სემინარების შესახებ ინფორმაცია, ასევე, სააპლიკაციო ფორმა ცენტრის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წინასწარ ქვეყნდება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)