|
2017-05-06 11:58:42, 2398 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: აშშ-ის პრეზიდენტის ხელმოწერილი დოკუმენტი, საქართველოს უპრეცენდენტო მხარდაჭერას უზრუნველყოფს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხელი მოაწერა უპრეცენდენტო დოკუმენტს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის უპრეცენდენტო მხარდაჭერას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოსა და აშშ-ს შორის მყარ სტრატეგიულ პარტნიორობაზე. „აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა უპრეცენდენტო დოკუმენტს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის უპრეცენდენტო მხარდაჭერას, ჩვენი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის უპრეცენდენტო მხარდაჭერას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი არაღიარების პოლიტიკის განხორციელებას. ეს არის პირველი დოკუმენტი აშშ-ში, პრაქტიკულად, კანონის დონეზე არის საუბარი უკვე ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაზე, ოკუპაციაზე, ჩვენი რეგიონების ოკუპაციაზე რუსეთის მხრიდან და კიდევ ერთხელ, ეს არის უპრეცენდენტო მხარდაჭერა და ცხადყოფს იმ ძალიან მყარ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც აკავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას აშშ-სა და საქართველოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)