|
2017-05-06 09:26:02, 1918 ნახვა
საზოგადოება
ფოტოკვირეული „ქოლგა თბილისი 2017„ ოფიციალურად გაიხსნა
ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე არსებულ არტსირცეში საერთაშორისო ფოტოკვირეული „ქოლგა თბილისი 2017" გაიხსნა. ფოტოკონკურსი საუკეთესო ფოტოების ჩვენებითა და გამარჯვებულთა დაჯილდოებით დაიწყო. ფოტოკვირეულის გახსნის ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი დაესწრო და გამოფენა დაათვალიერა. ფოტოკონკურსი თბილისის მერიისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. საერთაშორისო ფოტოკონკურსი "ქოლგა" თბილისში უკვე 16 წელია იმართება და, ტრადიციულად, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ფოტოგრაფების ნამუშევრებს მასპინძლობს. ფოტოკვირეულის ფარგლებში, თბილისის მასშტაბით, ვორქშოფები და ლექციები ჩატარდება. ფოტოკონკურსზე წელსაც გაიცემა პრემია - KOLGA NEWCOMER PHOTO AWARD. ეს პრემია გადაეცემა 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ფოტოგრაფს, რომლის ფოტოსერიაც სამ სხვადასხვა ნომინაციაში გასული ფოტოპროექტებიდან შეირჩევა. ეს ნომინაციებია „დოკუმენტური სერია", „რეპორტაჟი" და „კონცეპტუალური ფოტოპროექტი". ფოტოკონკურსის მიზანი ქართული ფოტოგრაფიის საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაცია და მისი საერთაშორისო ფოტოგრაფიასთან დაკავშირებაა (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)