|
2017-05-05 17:11:39, 2302 ნახვა
სამართალი კომენტარი
პროკურორის განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეზე მუქარას საფუძვლად რელიგიური მოტივი ედო
ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის ჯარჯი წიკლაურის ინფორმაციით, ბრალდების მხარის ერთ-ერთი მოწმის მიმართ განხორციელებულ მუქარას საფუძვლად რელიგიური მოტივი ედო. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც წინასასამართლო სხდომის დახურვა მოითხოვეს. წიკლაურის თქმით, სხდომის მონაწილეთა უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს. სახელმწიფო ბრალდების წარმომადგენელი არ აკონკრეტებს, სასულიერო პირია თუ არა მათი მოწმე, რომლის მიმართაც მუქარა განხორციელდა. ის ასევე არ ახმაურებს, რა სახის იყო მუქარა. "ჩვენ იმიტომაც დავხურეთ სხდომა, რომ არ გვინდა ვთქვათ, რომელ ჩვენს მოწმეზე განხორციელდა მუქარა, რა სახის იყო ეს მუქარა. ამას ვაკეთებთ, რათა დავიცვათ პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოება. რელიგიური მოტივი ედო საფუძვლად, რატომაც შეუთვალეს მუქარა ერთ- ერთ ჩვენს მოწმეს", -განაცხადა პროკურორმა. ე.წ. ციანიდის საქმეზე წინასასამართლო სხდომა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სრულად დაიხურა. ამ წუთებში პროცესზე ერთ საათიანი შესვენებაა გამოცხადებული. მხარეები ერთმანეთის მიერ დაყენებულ შუამდგომლობებს ეცნობიან, რათა სასამართლოს მათთან დაკავშირებით არგუმენტირებული პასუხები წარუდგინონ.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)