|
2017-05-05 15:57:22, 2367 ნახვა
სამართალი კომენტარი
მამალაძის მეგობარი: დაჭერამდე მამა გიორგიმ მითხრა, რომ ემუქრებოდნენ, რათა გაჩუმებულიყო
მამა გიორგი მამალაძის მხარდასაჭერად მეგობრები ბათუმიდანაც ჩამოვიდნენ. ერთ-ერთმა მეგობარმა მარიამ ტარიელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ დაჭერამდე გიორგი მამალაძეზე მუქარა განხორციელდა. მისივე განმარტებით, ეს მოხდა 2016 წლის დეკემბრის წმინდა სინოდის სხდომამდე. მეგობრისთვის უცნობია, რა სახის მუქარა განხორციელდა მამალაძეზე და უკავშირდება თუ არა ის ე.წ. ციანიდის საქმეს. " მამა გიორგის ველაპარაკებოდი და კარგად არ იყო. როცა ვკითხე, რა ხდებოდა, მითხრა მემუქრებიანო. მამა გიორგიზე სასამართლომდე, დაჭერამდე, დეკემბრის სინოდის სხდომამდე იყო მუქარა, რომ გაჩუმებულიყო",-აღნიშნა მარიამ ტარიელაძემ და დასძინა, რომ მამა გიორგი მამალაძის უდანაშაულობაში დარწმუნებულია. "ჩემს ირგვლივ ყველა ადამიანს სჯერა, რომ მამა გიორგი მართალია, სუფთაა ამ საქმეში"-განაცხადა მამალაძის მეგობარმა. ის წინასასამართლო სხდომის დახურვას უარყოფითად აფასებს. ე.წ. ციანიდის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)