2017-05-04 17:07:44, 2699 ნახვა
მსოფლიო
მარინ ლე პენს ბრიტანში ვიზიტის დროს კვერცხები დაუშინეს - „გაეთრიეთ ფაშისტებო“
საფრანგეთის პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატს და "ნაციონალური ფრონტის" ლიდერს მარინ ლე პენს დოლ-დე-ბრიტანში ვიზიტის დროს კვერცხები დაუშინეს, - ამის შესახებ Reuters იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, პრეზიდენტობის კანდიდატი ქარხანას ათვალიერებდა, რა დროსაც მას სტვენით დახვდნენ, შემდეგ კი კვერცხები დაუშინეს.
"აქტივისტები" პრეზიდენტობის კანდიდატს შეძახილებით მიმართავდნენ: "აქ არაფერი გესაქმებათ, გაეთრიეთ ფაშისტებო".
ცნობისთვის, გუშინ მარინ ლე პენის და პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატის ტელედებატები გაიმართა. დებატები ცხარე ქამათის ფონზე მიმდინაროებდა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები 7 მაისს გაიმართება. ერთმანეთს მარინ ლე პენი და ემანუელ მაკრონი დაუპირისპირდებიან.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან