18:50 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-04 11:07:16, 2411 ნახვა

მსოფლიო
მარინ ლე პენი: მსურს, ევროკავშირს ევროპა ხელიდან გამოვგლიჯო

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატების დებატების ერთ-ერთი მთავარი საკითხი საფრანგეთის ურთიერთობა ევროკავშირთან იყო, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, "ნაციონალური ფრონტის" წევრს მარინ ლე პენს და მოძრაობა "წინ" ლიდერს, ემანულ მაკრონს აღნიშნულ საკითხზე განსხვავებულ პოზიციებს აფიქსირებდნენ. 

მარინ ლე პენი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის დატოვებაზე ან დარჩენაზე საფრანგეთში რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს. გარდა ამისა, ის თვლის, რომ სრული სასაზღვრო კონტროლი უნდა აღდგეს. ლე პენის თქმით, ევროპას სურს ფულის მიმოქცევას, საზღვრებსა და სავაჭრო შეთანხმებებს  სრულად აკონტროლებდეს. 

„მე ევროპელი ვარ და მინდა ევროპა გადავარჩინო. მსურს, ევროკავშირს ევროპა ხელიდან გამოვგლიჯო, ვინაიდან ევროკავშირი მას ღუპავს“, - განაცხადა ლე პენმა.

განსხვავებული აზრი აქვს ცენტრისტს და ლიბერალს, ემანუელ მაკრონის. ის ფიქრობს, რომ უნდა მოხდეს ევროკავშირის რეფორმირება და ხელი უნდა შეეწყოს თავისუფალ სავაჭრო მოლაპარაკებებს. 

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 7 მაისს გაიმართება. ერთმანეთს ევროპული კურსის მხარდამჭერი ემანუელ მაკრონი და ევროკავშირიდან გასვლის მომხრე მარინ ლე პენი დაუპირისპირდებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics