|
2017-05-03 19:01:05, 2257 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
აკაკი ზოიძე: დღეს ჩვენ ვიღებთ საშვილიშვილო გადაწყვეტილებას
თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტზე თანამომხსენებლის აკაკი ზოიძის განცხადებით, მსოფლიოში თამბაქოს ინდუსტრიის ომის მსხვერპლი წელიწადში 6 მილიონი ადამიანია. მისივე თქმით, ამ ომში საქართველო ყველა ქვეყანაზე მეტად აგებს. მან კოლეგებს მოუწოდა, შემოთავაზებულ ცვლილებებს მხარი დაუჭირონ და მომავალი თაობის სიცოცხლე გადაარჩინონ: „მსოფლიოში დღეს გლობალური ომი მიმდინარეობს. ომი, რომლის მსხვერპლი გახლავთ 6 მილიონი ადამიანი ყოველწლიურად, ომი, რომელსაც თამბაქოს ინდუსტრიისთვის ტრილიონობით შემოსავალი მოაქვს და 35 მილიარდიანი წმინდა მოგება. შესაბამისად, თითოეული ამ ინდუსტრიის მიერ მოკლულ ადამიანზე 6000 დოლარი. დაუფიქრდით ამ ციფრებს. ამ ომში საქართველო ყოველწლიურად 11 000 ადამიანს კარგავს. აქედან 3 000 ადამიანს, რომელსაც შეგნებული გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული რომ არ მოეწია, ეცხოვრა ჯანსაღი ცხოვრებით, უნდოდა რაც შეიძლება დიდხანს ეცხოვრა. აქედან 300 ბავშვია. ამ ომში ყოველწლიურად საქართველო ნახევარ მილიარდ ლარს კარგავს. საქართველო ამ ომში ყველა ქვეყანაზე მეტად აგებს. დღეს ჩვენ ვიღებთ საშვილიშვილო გადაწყვეტილებას“,-განაცხადა აკაკი ზოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ცვლილებებს განიხილავენ.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)