|
2017-05-03 18:08:04, 2024 ნახვა
კომენტარი
გუგული მაღრაძე: ამ კანონის მიხედვით მწეველთა უფლებებს არ ვიცავთ
ევროპული საქართველოს წევრმა სერგი კაპანაძემ თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტის ინიციატორს გუგული მაღრაძეს წინადადებით მიმართა, კანონიდან თამბაქოს მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვის კომპონენტი არ ამოიღონ. მაგალითისთვის, ეს გულისხმობს იმას, რომ თამბაქოს მომხმარებლებს აქვთ უფლება, თამბაქო სახლში მოწიონ. გუგული მაღრაძემ განმარტა, რომ აღნიშნული ცვლილებები მწეველთა უფლებების დაცვისკენ არაა მიმართული: „ეს კანონი არ არის მიმართული მომხმარებელთა უფლებების დაცვისკენ, ამას იცავს სხვა კანონი. მიზანია, საქართველოში შეიქმნას მოწევისგან თავისუფალი სივრცეები, არ იყოს თამბაქოს პროპაგანდა და რეკლამა. იყოს გარკვეული კანონების დარღვევისთვის ჯარიმების გაზრდა. მწეველთა უფლებების დაცვას ჩვენ ამ კანონის მიხედვით არ ვახდენთ“,-აღნიშნა გუგული მაღრაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებებს განიხილავენ.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)