|
2017-05-03 15:45:10, 2646 ნახვა
მსოფლიო
Charlie Hebdo: არჩევნების მეორე ტური - ნამდვილად გჭირდებათ კარიკატურები? (ფოტოები)
ფრანგულმა სატირულმა გამოცემა Charlie Hebdo-მ მიმდინარე კვირის ნომერი საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატებს მიუძღვნა. ამჯერად, ჟურნალის ყდაზე ჩვეულებისამებრ კარიკატურა არ განთავსებულა. გამოცემის ავტორებმა გარეკანზე მხოლოდ წარწერა განათავსეს. კერძოდ კი, შავ ფონზე დაიწერა: „მეორე ტური: ნამდვილად გჭირდებათ კარიკატურები?“ ჟურნალში განთავსებულია ნახატები, ერთ-ერთ მათგანზე საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი გოგონა „ფორტუნის ბორბალს“ ატრიალებს, რომელიც 7 ნახატისგან შედგება. აქედან 6 ნახატზე პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი მარინ ლე პენია გამოსახული, მეორეზე კი მორიგი კანდიდატი, ემანუელ მაკრონი. კიდევ ერთ ნახატზე, მარინ ლე პენი Whirpool-ის ფაბრიკას სტუმრობს, რომლის მუშებიც წარმოების პოლონეთში გადატანას აპროტესტებდნენ. ნახატზე ლე პენს და მისი გუნდის წევრებს შავები აცვიათ - მარცხენა ხელზე კი წითელ და თეთრ ფერებში გადაწყვეტილი ნაცისტური ლენტი უკეთიათ. ლე პენი სარეცხ მანქანაზე დგას და ამბობს, რომ მომდევნო კვირას პოლონეთის ოკუპაციას მოახდენს.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|







ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)