13:18 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-03 14:26:03, 2242 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე რატიანს: მუსოლინის სისტემა თქვენ დაგვიტოვეთ და მას დემოკრატიული საარჩევნო სისტემით ვცვლით

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი სიცრუეში დაადანაშაულა.

კერძოდ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სერგო რატიანმა  აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს სურს, ფაშისტური, მუსოლინის საარჩევნო სისტემა ამოქმედდეს.  კობახიძემ კი უპასუხა, რომ მუსოლინის სისტემა  ქვეყანას  „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ  დაუტოვა და ახლა  მისი დემოკრატიული საარჩევნო სისტემით შეცვლა ხდება:

„როგორც წესი, მე არ ვაკეთებ ხოლმე განცხადებებზე კომენტარს, მაგრამ, სამწუხაროდ, ისეთი ტყუილი თქვა,  რომ არ შემიძლია ძალიან მოკლე კომენტარი არ გავაკეთო. რაც შეეხება მუსოლინის სისტემას, მუსოლინიმ იტალიას შესთავაზა სისტემა, რომლის მიხედვითაც, პარტია, რომელიც იღებდა 25%-ს  ავტომატურად იღებდა 2/3-ს.მუსოლინის სისტემა თქვენ დაგვიტოვეთ და ჩვენ მუსოლინის სისტემას ვცვლით დემოკრატიული საარჩევნო სისტემით, ბატონო სერგო.  ჩვენი ხელით ვჭრით იმ სისტემას, რომელიც დაგვიტოვა მუსოლინის ხელისუფლებამ საქართველოში“,-მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ სერგო რატიანს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics