01:25 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-02 16:37:56, 1759 ნახვა

საზოგადოება
დიდუბის რაიონში თანადაფინანსებული პროექტების განხორციელება გრძელდება

დიდუბის რაიონის გამგეობა თანადაფინანსებული პროექტების განხორციელებას განაგრძობს.  7 მისამართზე ქანობიანი სახურავის, სართულშუა ნაპრალების, შიდა წყალ-კანალიზაციის, შენობის გამაგრებისა და სადარბაზოების შიდა სარემონტო სამუშაოები დასრულდა.

მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, მოსახლეობისთვის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების მიზნით, დაზიანებული ქანობიანი სახურავისა და სადარბაზოს შიდა სარემონტო სამუშაოები ბათუმის ქუჩაზე მიმდინარეობს. ლებანიძის ქუჩის N6-ში კი წყალსაწრეტი მილები იცვლება. 

დიდუბის რაიონში სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია 4 მისამართზე მიმდინარეობს, ასევე 2 მისამართზე სადარბაზოს კეთილმოწყობისა და შიდა წყალ-კანალიზაციის გაყვანილობის სამუშაოები გრძელდება.

ბინათმესაკუთრეთა  ამხანაგობებში  განსახორციელებელი პროექტების დაფინანსების მისაღებად, დიდუბის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების განყოფილებაში განცხადებები ყოველი თვის პირველიდან 10 რიცხვის ჩათვლით.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics