|
2017-05-01 19:34:41, 1718 ნახვა
საზოგადოება
ფესტივალი „პატარა ხელებით“ ისნის რაიონული ტურით გაიხსნა
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინიციატივით ორგანიზებული ბავშვთა შემოქმედების გამოფენა-ფესტივალი სახელწოდებით „პატარა ხელებით“ ისნის რაიონული ტურით გაიხსნა. N37 საბავშვო ბაგა-ბაღში რაიონში არსებულმა ბაღებმა მათი აღსაზრდელებისა და აღმზრდელების მიერ შექმნილი ნამუშევრები გამოფინეს. ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ თითოეული სტენდიდან შეარჩია საუკეთესო ნამუშევრები, რომლებსაც ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაზე გამოიფინება. გამოფენა-გაყიდვა და საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა კონცერტი 3 ივნისს განახლებულ აღმაშენებელზე გაიმართება, შემოსული თანხა კი სოლიდარობის ფონდში გადაირიცხება. როგორც ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა განაცხადეს, არჩევანის გაკეთება ძალიან რთული იყო, რადგან თითოეული ექსპონატი იმსახურებდა გამარჯვებას. ღონისძიებას სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე, გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ წარმომადგენელი ნუცა ჭოლაძე, პანტომიმის თეატრის მსახიობები და ისნის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები. გამოფენაზე მყოფი საბავშვო ბაღის აღსაზრდელები პანტომიმის თეატრის მსახიობებმა გაამხიარულეს. ჩარლი ჩაპლინმა ბავშვებთან ერთად რამდენიმე მხიარული ნომერი შეასრულა. შემდეგი ორი კვირის განმავლობაში ასეთი ღონისძიებები თბილისის დანარჩენ რაიონებშიც გაიმართება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)