|
2017-05-01 16:13:51, 968 ნახვა
სამხედრო
უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსი დაიწყო
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის (DIB) სკოლაში უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსი დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს არის პირველი გრძელვადიანი სასწავლო პროგრამა, რომელსაც DIB-ის ხელმძღვანელობა უსაფრთხოების სექტორის აუდიტორიას სთავაზობს. კურსი სალექციო კვირეულს, ტრენინგ-მოდულებსა და პრაქტიკულ სამუშაოებს მოიცავს. პროგრამაში დისტანციური სწავლების მოდულია ინტეგრირებული, იგეგმება გასვლითი ტურებიც სხვადასხვა უწყებაში. საორიენტაციო კურსი დღეს, სალექციო კვირეულით გაიხსნა. პოლიტიკის მეცნიერებათა აკადემიის დოქტორმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა, კორნელი კაკაჩიამ საქართველოს სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულ უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებს თემაზე „საერთაშორისო უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები“ ლექცია წაუკითხა. მან ყურადღება მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე, რეგიონულ და გლობალურ საფრთხეებზე, საერთაშორისო ტერორიზმსა და ამ კონტექსტში სახელმწიფოს უსაფრთხოების მნიშვნელობაზე გაამახვილა. ლექციაზე საუბარი შეეხო კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სააფრთხეებს, კიბერდანაშაულებსა და ჰიბრიდულ ომს, რაც თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. კორნელი კაკაჩიამ რეგიონში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებისა და საქართველოს მხრიდან საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მოგვიანებით, ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსი ორი თვე გაგრძელდება და ათი მოდულით იქნება წარმოდგენილი.
(NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)