|
2017-05-01 16:07:17, 1831 ნახვა
საზოგადოება
კატასტროფის რისკის შემცირების შესახებ, მედიის წარმომადგენლებისთვის სემინარი იმართება
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის მიერ, ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიისა და სამოქალაქო თავდაცვის (ECHO) ოფისის პროგრამა DIPECHO-ს პარტნიორი ორგანიზაციების: ““საქართველოს არბაითერ-სამარიტერ ბუნდის“ (ASB), ოქსფამის“ (OXFAM) და “დანიის წითელი ჯვრის საზოგადოების“ ფინანსური მხარდაჭერით, მედიის წარმომადგენლებისა და კრიზისული სიტუაციების მართვაში ჩართული სამინისტროების/უწყებების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების წარმომადგენლებისთვის 1-4 მაისს, ბორჯომში, სასტუმრო “ქრაუნ პლაზაში“ კატასტროფის რისკის შემცირების თემაზე მედია ტრენინგი ჩატარდება. ტრენინგი, რომელსაც ბრიტანელი ჟურნალისტი ნეიჯელ ქეი გაუძღვება, მიზნად ისახავს ჟურნალისტების მომზადებას კრიზისული სიტუაციის დროს. მედიის და ხელისუფლების ეფექტურ თანამშრომლობას, საქართველოში არსებული კატასტროფების მართვის სამდონიანი სისტემისა და კატასტროფის რისკის შემცირების პოლიტიკის გაცნობას. ბრიტანელი ჟურნალისტი ნაიჯელ ქეი 30 წლის განმავლობაში იყო დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო სამაუწყებლო კომპანიის (BBC) ჟურნალისტი. 2006 წლიდან კონსულტაციას უწევს სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს, ადგილობრივ წარმომადგენლობებსა და ბიზნეს სექტორს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და მედიასთან ურთიერთობების სფეროში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)