|
2017-05-01 14:13:29, 2781 ნახვა
მსოფლიო
რუსული ბაიკერ-კლუბის, „ღამის მგლების“ წევრები პოლონეთში არ შეუშვეს
რუსი ბაიკერ-კლუბის „ღამის მგლების“ წევრები პოლონეთში არ შეუშვეს, - ამის შესახებ Tass იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ბაიკერები პოლონეთის ტერიტორიაზე ექსტრემისტულ ორგანიზაციასთან შესაძლო კავშირის გამო არ შეუშვეს. საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ იმ ბაიკერებმა შეძლეს, რომლებსაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს პასპორტი ჰქონდათ. აღსანიშნავია, რომ პოლონეთი უკვე მესამე წელია ბაიკერ-კლუბ "ღამის მგლების" წევრებს საკუთარ ტერიტორიაზე არ უშვებს. კლუბის ტური 27 აპრილს მოსკოვში დაიწყო. მოტოგარბენი ყოველწლიურად იმართება. როგორც მედია წერს, "ღამის მგლები" კრემლის და პირადად ქვეყნის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერით სარგებლობენ. 2011 წელს ვლადიმერ პუტინი ბაიკერების მსვლელობაში პირადად მონაწილეობდა. ცნობისთვის, ე.წ ბაიკერთა კლუბი „ღამის მგლები„ 1989 წელს შეიქმნა, მათ რიგებში ირიცხება ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი. შეგახსენებთ, რომ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, 9 მაისს, რუსი ბაიკერების კლუბის "ღამის მგლების" წევრები საქართველოში ჩამოსვლას ისევ გეგმავენ.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)