|
2017-05-01 12:55:04, 1677 ნახვა
საზოგადოება
ნავთლუღის ბაზრობის გარემოვაჭრეები მერიის წინ საპროტესტო აქციას მართავენ
ნავთლუღის ბაზრობის გარემოვაჭრეები დედაქალაქის მერიის წინ საპროტესტო აქციას მართავენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი 6 თვით გარევაჭრობის გახანგრძლივებას ან ალტერნატიული სამსახურით უზრუნველყოფას ითხოვენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ხელისუფლება მათ შემოსავლის ერთადერთ წყაროს ართმევს. გარემოვაჭრეებთან ერთად აქციაზე იმყოფება "პატრიოტთა ალიანსის" წევრი ბეჟან გუნავა. იგი მოუწოდებს ხელისუფლებას, აქციის მონაწილეთა სოციალური მდგომარეობა გაითვალისწინოს და გარევაჭრობის აკრძალვამდე სამუშაო ადგილები შექმნას. მოვაჭრეების თქმით, ისინი მოთხოვნის გაუთვალისწინებლობის შემთხვეში შიმშილობის დაწყებასა და პერმანენტული აქციების გამართვას გეგმავენ. ამასთან, აქციაზე მცირე დაპირისპირებაც მოხდა. აქციის მონაწილეების მერიაში შესვლას ითხოვენ, თუმცა დაცვა ამის საშუალებას მათ არ აძლევს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)