|
2017-05-01 12:20:05, 2488 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - კიმ ჩენ ინი ჭკვიანი ბიჭია, თუმცა ნორმალურია თუ არა, არ ვიცი
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ქვეყანა უცხო ქვეყნებთან სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხს ვითარებიდან გამომდინარე აირჩევს, - ამის შესახებ დონალდ ტრამპმა CBS-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. როგორც ტრამპმა განმარტა ეს შესაძლოა, რუსეთი, ჩინეთი ან სხვა ჯგუფები იყოს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რუსეთთან შეთანხმება შესაძლებლად მიაჩნია, თუმცა გამორიცხული არ არის ეს სხვა ქვეყნებთან მოხდეს. გარდა ამისა, ტრამპს არ დაუზუსტებიაა, კონკრეტულად რომელ სფეროში განიხილება თანამშრომლობა. რაც შეეხება ჩრდილოეთ კორეას, ტრამპმა ქვეყნის პრეზიდენტი კიმ ჩენ ინი, „ჭკვიან ბიჭად” მოიხსენია. მისივე თქმით, მან არ იცის ნორმალურია თუ არა კიმ ჩენ ინი, თუმცა აღნიშნავს, რომ მას ქვეყნის სადავეების გადაბარება ადრეულ ასაკში, მამის გარდაცვალების შემდეგ მოუწია და სირთულეების მიუხედავად, სათავეში დარჩენა შეძლო. თუმცა ტრამპის განცხადებით, ის ფხენიანთან ვითარების განვითარებას იმ ფორმით, როგორც ეს წლების განმავლობაში იყო, ვერ დაუშვებს.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)