|
2017-04-30 12:50:22, 1807 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე: საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები საერთო ინტერესსა და ღირებულებებს ეფუძნება
სიტყვით გამოსვლისას საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საქართველო-აშშ-ის მტკიცე მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა 25 წლის მანძილზე აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა ფასდაუდებელია. მინისტრის განცხადებით, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს ძალიან რთულ პირობებში მიაღწია. ამ კუთხით მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა აშშ-ს მეგობრობისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოც აშშ-ის ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია, ეს მეგობრობა კი ნდობაზე და საერთო ღირებულებებზეა დაფუძნებული. მინისტრი განსაკუთრებით მიესალმა საქართველოში აშშ-ის ყოფილ ელჩებს, რომლებიც სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ეწვივნენ საქართველოს და აღნიშნა, რომ მათი წვლილი ორხმრივი ურთიერთობების განვითარებაში ფასდაუდებელია. მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა იან კელის და საელჩოს წარმომადგენლებს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებისა და გამართვისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)