|
2017-04-29 14:39:57, 967 ნახვა
რეგიონი
ახალსოფელში უფასო სამედიცინო აქცია მიმდინარეობს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მოსახლეობისათვის უფასო სამედიცინო აქცია მიმდინარეობს. სოფლის პირველად ჯანდაცვის ცენტრში, ადგილობრივებს სამედიცინო მომსახურების მიღება მთელი დღის განმავლობაში შეეძლებათ. აქციის მიმდინარეობის პროცესს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, მოადგილესთან - ლელა სურმანიძესთან, საკანონმდებლო ორგანოს წევრებთან - ილია ნაკაშიძესთან, მერაბ კარანაძესთან და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელთან - ნადიმ ვარშანიძესთან ერთად გეცნო. უფასო კონსულტაციებსა და კვლევებს ქ. ბათუმის რესპუბლიკური-კლინიკური საავადმყოფოს ექიმები ჩაატარებენ. მოსახლეობას ადგილზე შეეძლება მიიღოს - ნევროლოგის, კარდიოლოგის, თერაპევტის, ოფთალმოლოგის, ოტორინოლარინგოლოგისა და ქირურგის მომსახურება. დაგეგმილა ექოსკოპიური და კარდიოგრაფიული კვლევები. უფასო სამედიცინო აქცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებითა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. სამედიცინო კონსულტაციები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის გასულ წელსაც ჩატარდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)