|
2017-04-28 21:07:59, 2117 ნახვა
პოლიტიკა
ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მაღალი რანგის ოფიციალურ პირთა შეხვედრა გაიმართა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა ბრიუსელში გამართულ „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მაღალი რანგის ოფიციალურ პირთა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განხიული იქნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების ხედვები და მოლოდინები „აღმოსავლეთ პარტნირობის" მომავალ სამიტთან დაკავშირებით, რომელიც 2017 წლის ნოემბრის თვეში, ბრიუსელში გაიმართება. განსაკუთრებული ყურადღბა დაეთმო არსებული გამოწვევების საპასუხოდ, აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ეფექტურობის შესანარჩუნებლად, სამომავლო პერსპექტივების განხილვას და აღნიშნულ კონტექსტში, მომავალი სამიტის როლს. შეხვედრაზეასევე ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში მიღწეულ შედეგებზე, ევროკავშირთან როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარების კუთხით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდეს თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში მოქალაქეებისათვის ხელშესახები და პრაქტიკული შედეგების მომტანის მიმართულებით. ბრიუსელში გამართულ შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის" წევრი ქვეყნების წარმომადგენლები.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)