22:39 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-28 16:23:32, 986 ნახვა

რეგიონი
376 ოჯახს ბათუმში ბინა საკუთრებაში გადაეცემა

ბათუმში, ტაბიძის ქუჩა 7/9-ში ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მიმდინარეობს.

აჭარის ა/რ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბინათმშენებლობის ამხანაგობა „წაბლანა 2015“- ს, რომლის წევრი სოფელ წაბლანაში მცხოვრები სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 208 ოჯახია, აჭარის მთავრობამ ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე 5001 კვ.მ მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის საჭირო 1 550 000 ლარი გადასცა.

სამშენებლო სამუშაოებს ამ ეტაპზე „ გ2 ბილდინგი“ აწარმოებს. ორი საცხოვრებელი ბინა 16-16 სართულიანი იქნება. ამ ეტაპზე 6-6 სართული უკვე აშენებულია.

საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე გაეცნენ.

საცხოვრებელ სახლში დაახლოებით 456 ბინა მოეწყობა, რომელიც წაბლანაში მცხოვრებ 212 ეკომიგრანტ და 164 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა. სახლის მშენებლობა ასევე შპს "აჭარისწყალი ჯორჯიამ" 1775 960 ლარით დააფინანსა. მშენებლობა 2016 წელს დაიწყო და ის 2018 წლის ზაფხულზე დასრულდება.

 

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics