|
2017-04-27 19:46:48, 2657 ნახვა
მსოფლიო
ლონდონში პოლიციამ სავარაუდო ტერაქტი აღკვეთა - დაკავებულია 1 ადამიანი
ლონდონის ცენტრში 30 წლამდე მამაკაცი დააკავეს, რომელსაც თან ცივი იარაღი ჰქონდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, შემთხვევა პარლამენტის შენობასთან ახლოს, უათჰოლის კვარტალში მოხდა. როგორც სკოტლანდ-იარდში აცხადებენ, რომ არსებობს ეჭვი, თითქოს მამაკაცს ტერაქტის მოწყობა უნდოდა. თვითმხილველების თქმით, დაკავების ადგილას 2 დიდი დანა ნახეს. გარდა ამისა, მედიის ცნობით, ეჭვმიტანილის დაკავების დროს არავინ დაშავებულა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. რაიონში უსაფრთხოების ზომებია გაზრდილი. შეგახსენებთ, რომ 22 მარტს ლონდონში თავდამსხმელი ავტომობილით ქვეითებს დაეჯახა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი პოლიციელი. ამის შემდეგ მამაკაცმა ცივი იარაღით ერთ-ერთ პოლიციელს, რომელიც პარლამენტის შენობას იცავდა, რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და პარლამენტისკენ გაიქცა, რა დროსაც სამართალდამცველებმა მისი ლიკვიდაცია მოახდინეს. თავდასხმის შედეგად სულ 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 1 პოლიციელი და თვითონ თავდამსხმელი, 40-მდე ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)