|
2017-04-26 11:44:39, 2336 ნახვა
მსოფლიო
სასამართლომ „თავშესაფარი-ქალაქების“ დაფინანსების აკრძალვის თაობაზე ტრამპის განკარგულება დაბლოკა
ამერიკის შეერთებული შტატებში მოსამართლემ პრეზიდენტის განკარგულება მიგრანტების თავშესაფრად ქცეული ქალაქებისთვის, დაფინანსების შეწყვეტის თაობაზე, არაკონსტიტუციურად ცნო, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, დონალდ ტრამპის მიერ იანვარში ხელმოწერილ განკარგულებაზე საჩივარი სან-ფრანცისკოსა და სანტა-კლარას მუნიციპალიტეტებმა შეიტანეს. ე.წ. ქალაქი თავშესაფრები შეერთებულ შტატებში პირველად 1970-იან წლებში გაჩნდა. დღეისათვის კი მათი რიცხვი 300-ის აღემატება. ასეთი ქალაქების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ფედერალურ ხელისუფლებას მცხოვრებთა საიმიგრაციო სტატუსის შესახებ ინფორმაციას არ აწვდიან. ცნობისთვის, ეს დონალდ ტრამპის განკარგულების დაბლოკვის პირველი ფაქტი არ არის. შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, შვიდი მუსლიმი ქვეყნის მოქალაქეებს ამერიკაში შესვლა 90 დღის განმავლობაში აეკრძალათ. ამ განკარგულებამ აეროპორტებში ქაოსი გამოიწვია, ვინაიდან ირანის, ერაყის, ლიბიის, სომალის, სუდანის, სირიისა და იემენის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. ამასთან, განკარგულების თანახმად, ამერიკის ტერიტორიაზე შესვლა სირიელ ლტოლვილებს გაურკვეველი ვადით აეკრძალათ. აღნიშნულ განკარგულებას, დონალდ ტრამპმა ხელი 28 იანვარს მოეწერა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, პრეზიდენტის განკარგულების შემდეგ, ვიზა 60 000-მდე პირს გაუუქმდა. ტრამპის გადაწყვეტილებას მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა. სან-ფრანცისკოს სააპელაციო სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საიმიგრაციო ბრძანების აღდგენაზე უარი განაცხადა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)