|
2017-04-21 13:14:48, 2593 ნახვა
მსოფლიო
ფრანსუა ოლანდი: ვუსამძიმრებ დაღუპული პოლიციელის ოჯახს
საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი დაღუპული პოლიციელის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა . როგორც ოლანდმა აღნიშნა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ პოლიციელები და ჟანდარმერია თავიანთი მისიის შესრულებისას მაქსიმალურად დაცულები იყვნენ. „ვუსამძიმრებ დაღუპული პოლიციელის ოჯახს და ჩემი ფიქრებით ვარ იმ პოლიციელთან, რომელიც ამ თავდასხმის დროს დაიჭრა. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს პოლიციას ძალიან რთულ პირობებში უწევს მუშაობა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ვიღებ ვალდებულებას - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ პოლიციელები და ჟანდარმერია თავიანთი მისიის შესრულებისას მაქსიმალურად დაცულები იყვნენ“,- აღნიშნა ფრანსუა ოლანდმა. შეგახსენებთ, რომ პარიზის ცენტრში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ერთი სამართალდამცველი დაიღუპა, კიდევ 2 დაშავდა. ცნობისთვის, ერთი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. მეორემ კი ადგილიდან მიმალვა მოახერხა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. თავდამსხმელად კი ბელგიელი აბუ იუსუფი დაასახელა. თავდასხმაში ბრალდებული პირი ანალოგიური დანაშაულისთვის 2005 წელსაც იყო დაკავებული. ამასთან, ეწვმიტანილის თანამზრახველი ბელგიის პოლიციას ჩაბარდა. ახლა მისი იდენტიფიკაცია მიმდინაროებს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, ქვეყანაში 50 000 სამარტალდამცველი და ჟანდარმი დამატებით არის მობილიზებული.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)