2017-04-21 12:51:06, 2218 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთის მთავარი პროკურორი: პარიზში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორის ვინაობა ცნობილია
საფრანგეთის მთავარი პროკურორის ფრანსუა მოლინსის განცხადებით, გუშინ პარიზში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორის ვინაობა ცნობილია, - ამის შესახებ France Press იუწყება.
როგორც მოლინსმა ჟურნალისტებს გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ორგანიზატორის ვინაობა არ სახელდება.
ამასთან, ფრანგული ტელეკომპანია BFM-ის ცნობით, თავდამსხმელი 39 წლის კარიმ ს.-ა.
გარდა ამისა, ფრანგი სამართალდამცველების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი, რომელმაც პარიზის ცენტრში გუშინ ტერაქტი მოაწყო, წარმოაშობით ფრანგია.
"ისლამური სახელმწიფოს" ინფორმაციით კი, თავდამსხმელი დაჯგუფების "ბოევიკია" და წარმოშობით ბელგიელია.
აღნიშნული განცხადება ISIS-მ მასთან დაახლოებული საინფორმაციო სააგენტო AMAQ-ის მეშვეობით გაავრცელა.
მათივე ინფორმაციით, სწორედ კარიმ ს.-ს სახელზე გამოწერილი მანქანის საბუთები თავდამსხმელის ავტომანქანაში იპოვეს.
შეგახსენებთ, რომ პარიზის ცენტრში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ერთი სამართალდამცველი დაიღუპა, კიდევ 2 დაშავდა. ცნობისთვის, ერთი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. მეორემ კი ადგილიდან მიმალვა მოახერხა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
საფრანგეთის პოლიციამ თავდამსხმელის სავარაუდო თანამზრახველზე ძებნა გამოაცხადა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან