|
2017-04-20 21:51:55, 1724 ნახვა
საზოგადოება რეგიონი
ვახტანგ ყოლბაია სამეგრელოს რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია სამეგრელოს რეგიონში აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებს შეხვდა. ვახტანგ ყოლბაიამ სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელ გოჩა დგებუაძესთან, აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელ მამუკა კვიტაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ქურდოვანიძესთან ერთად მეომრების ოჯახის წევრებს აღგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრად დაღუპული მეომრების ხსოვნის უკვდავსაყოფად გამოცემული წიგნი „მომავლისათვის მარადისობაში“ გადასცეს. ასევე, აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებთან შეხვედრა გაიმართა ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სადაც მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბრენატორის მოადგილე ლაშა გვასალიამ მათ წიგნები გადასცეს. შეხვედრებს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე ესწრებოდა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)