|
2017-04-20 21:43:51, 1096 ნახვა
რეგიონი
ბათუმში ახალი სასტუმრო „ირეჰალასი“ გაიხსნა
დღეს ბათუმში ახალი სასტუმრო ,,ირეპალასი" გაიხსნა. სასტუმროს გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაესწრო. მთავრობის თავმჯდომარემ ახლადგახსნილი სასტუმრო მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალიერა. ზურაბ პატარაძემ ბათუმში კიდევ ერთი სასტუმროს გახსნის ფაქტს სასიხარულო უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ქალაქის ცენტრში მდებარე თანამედროვე სტანდარტების სასტუმრო მიმზიდველი იქნება ტურისტებისთვის. "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტურისტული სეზონის დაწყებამდე, კიდევ ერთი ახალი სასტუმრო შეემატა ჩვენს ქალაქს. ეს არის საოჯახო ტიპის სასტუმრო, რომელიც 40 ნომერზეა გათვლილი. დარწმუნებული ვარ ბევრი სტუმარი კომფორტულად დაისვენებს ამ სასტუმროში. მილიონ დოლარზე მეტი ადგილობრივი ინვესტიცია განხორცილედა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია" - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. აღნიშნული სასტუმროს მოწყობა 2016 წელს დაიწყო. პროექტში 1, 500 000 დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. 8 სართულზე განთავსებულ სასტუმრო 40 ნომერს მოიცავს, რაც 80-მდე განთავსების ადგილია. ,,ირეპალასში" ამ ეტაპზე 15 ადგილობრივია დასაქმებული, რომელთა რიცხვი ზაფხულის სეზონზე კიდევ უფრო გაიზრდება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)