22:39 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-20 21:33:57, 2381 ნახვა

პოლიტიკა რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურაძე ელჩების მეუღლეებს ბათუმში უმასპინძლებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის მეუღლე სოფიო ბაკურიძე 21-22 აპრილს საქართველოში აკრედიტებული ელჩების მეუღლეებს ბათუმში უმასპინძლებს.

ბრაზილიის, საბერძნეთის, იაპონიის, ყაზახეთის, კორეის, თურქეთის აშშ-ის ელჩების და ნატოს ოფისის ხელმძღვანელის მეუღლეები 21 აპრილს 17:00 საათზე, ანბანის კოშკში გამართულ შეხვედრას დაესწრებიან. შეხვედრა თემაზე „ქალთა უფლებები საქართველოში" წარიმართება. დიპლომატიური მისიების წარმომადგენელთა მეეუღლეებს სოფიო ბაკურიძე რეგიონისა და ქალაქის ისტორიას, ტურისტულ პოტენციალს და საინვესტიციო გარემოს გააცნობს. ელჩების მეუღლეებთან ერთად შეხვედრას დაესწრებიან თურქეთის, სომხეთის და ირანის კონსულების მეუღლეები.

შეხვედრის „ქალთა უფლებები საქართველოში" მიზანია დიპლომატიური მისიით მყოფი ელჩების მეუღლეებმა და რეგიონში მოღვაწე ქალბატონებმა გაიცნონ ერთმანეთი, დაამყარონ ეფექტური კომუნიკაცია, შეძლონ საერთო იდეების ფორმირება და სამომავლო ერთობლივი პროექტების განხორციელება.  

შეხვედრას ასევე დაესწრებიან  საჯარო და არასამთავრობო სექტორში მოღვაწე ქალბატონები, რომლებიც აჭარის რეგიონში სხვადასხვა მიმართულებით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრებენ.

აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე სოფიო ბაკურიძე ხელმძღვანელობს ასოციაცია „ერთმანეთისთვის" და საზოგადოებრივ საქმიანობაში ქალთა როლის აქცენტირებისა და ჩართულობის გაზრდის მხარდასაჭერად აქტიურად მუშაობს.  ასოციაციის მთავარ სამიზნე ჯგუფს ამ ეტაპზე შშმ პირთა უფლებები და კვლევა წარმოადგენს.

საქართველოში აკრედიტებული ელჩების მეუღლეები აჭარის ღირსშესანიშნაოებებს დაათვალიერებენ და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში მიმდინარე ფესტივალს „ევროპული გაზაფხულის ხმა" დაესწრებიან, რომლის ფარგლებშიც ქართული ფოლკლორისა და ეთნო-პოპის კონცერტები გაიმართება. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics