22:40 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-19 12:57:10, 830 ნახვა

რეგიონი
სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის კურსის მხარდაჭერით დაინტერესებულია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის კურსის მხარდაჭერით დაინტერესებულია, - ამის შესახევ სერგეი ლავროვმა ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო პრეზიდენტთან რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

"ჩვენ დაინტერესებულები ვართ თქვენ კურსს მხარი დავუჭიროთ. კურსს, რომლის თანახმადაც აფხაზეთის ყველა მოქალაქემ თავი დაცულად იგრძნოს და მისი უფლებები იყოს თანასწორი", - აღნიშნა ლავროვმა.

ლავროვმა აღნიშნა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის სტუმრობით მოხარულია.

"მოხარული ვარ, რომ ისევ ვსტუმრობ აფხაზეთს. გუშინ, ვესტუმრეთ რუსეთის საელჩოს. ეს ნამდვილად სოხუმის ცენტრალური ადგილია და ასევე შექმნილია სრული კონფორტი ჩვენი თანამშრომლებისთვის. ის, რომ ჩვენ ასეთი მასშტაბის საელჩო გავხსენით აფხაზეთში, ჩვენი მეგობრული ურთიერთობების დამადასტურებელია", - დასძინა რუსეთის საგარეო მინისტრმა.

ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია „ორ ქვეყანას შორის მიღწეული შეთანხმებების შესრულება“. 

"მთავრობათაშორისი კომისიები აქტიურად მუშაობენ. გასული წლის ნოემბერში რუსეთისა და აფხაზეთის მეწარმეების საქმიანი ფორუმი შედგა. გვაქვს კარგი გეგმები, რომელსაც ორი ქვეყნის მთავრობები მხარს უჭერენ“, - განმარტა სერგეი ლავროვმა.

ამასთამ, შეხვედრაზე სიტყვით დე-ფაქტო პრეზიდენტიც გამოვიდა და აღნიშნა, რომ ლავროვის ბოლო ვიზიტის შემდეგ რეგიონში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა.

"საელჩოს გახსნა, იმის დადასტურებაა, რომ აფხაზეთი და რუსეთი ურთიერთობებს ავითარებენ", - აღნიშნა რაულ ხაჯიმბამ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics