22:40 - 17 Aug, 2026
|
2017-04-18 19:46:46, 1134 ნახვა
რეგიონი
სერგეი ლავროვი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, - ამის შესახებ "სპუტნიკ-აბხაზია" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ლავროვის თვითმფრინავი სოხუმის ვლადისლავ არძინბას სახელობის აეროპორტში ჩაფრინდა. ლავროვს აეროპორტში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე და ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ელჩი სემენ გრიგორიევი დახვდნენ. სერგეი ლავროვი ოკუპირებულ ქვეყანაში რუსეთის საელჩოს ახალი კომპლექსის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა, ხვალ კი, ხაჯიმბასა და კოვესთან შეხვედრას გამართავს. შეგახსენებთ, რომ სერგეი ლავროვის ბოლო ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში 2011 წელს შედგა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)