|
2017-04-18 15:40:35, 2013 ნახვა
ეკონომიკა
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მხარდაჭერილ 244 საწარმოს, კიდევ ერთი ბენეფიციარი კომპანია, შპს „ეკო რესურს ნატტექი“ შეემატება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია, რომელიც 2016 წლის აპრილის თვეში დაარსდა, საკვები საღებავებისა და ფუნქციონალური დანამატების იმპორტს, ასევე დისტრიბუციას ახორციელებს, თუმცა პროგრამის მხარდაჭერით კომპანია იმპორტირებული პროდუქტის ადგილობრივი ნაწარმით ჩანაცვლებას გეგმავს, რაც 20-25%-ით შეამცირებს პროდუქციის თვითღირებულებას. აღსანიშნავია, რომ შპს „ეკო რესურს ნატტექი“ , როგორც ადგილობრივი ბაზრის ათვისებას, ასევე, პროდუქციის აზერბაიჯანსა და სომხეთში ექსპორტზე გატანასაც აპირებს. მნიშვნელოვანია, რომ საწარმოს ამოქმედების პირველ ეტაპზე კომპანია დამატებით 10 ადამიანის დასაქმებას შეძლებს. შპს „ეკო რესურს ნატტექი“, რომელიც 2017 წლის აგვისტოს თვეში გაიხსნება, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 816 331 ლარს შეადგენს. ცნობისთვის, 2014 წლის ივნისიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებენ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილ ახალ სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“, რომლის მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა, ამასთანავე კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდა. შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ხდება ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივება, უძრავი ქონებით უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურების გაწევა.
(NS)
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)