|
2017-04-17 20:07:18, 1537 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრმა დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო
ლევან იზორიამ გენერალური შტაბის უფროსთან, ბრიგადის გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად, მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირი ჯარისკაცები გაიხსენა და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. „ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს განსაკუთრებით ვულოცავთ ჩვენს გმირებს, ჩვენს ძმებს, რომლებიც სამშობლოს დაცვის, სამშობლოს ღირსების, ჩვენი ოჯახების დაცვისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ. მათ სახელებს ყოველთვის გავიხსენებთ. დიდება მათ სახელებს. მათ ოჯახებს მთელი საქართველოს სახელით ვულოცავ დღევანდელ დღეს.“, -განაცხადა ლევან იზორიამ. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ მებრძოლთა პატივსაცემად, მუხათგვერდიდან თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა ვაშლიჯვარში მდებარე ძმათა სასაფლაოზე „გმირთა სავანეში“ გადაინაცვლეს, სადაც აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლები არიან დაკრძალულები. ლევან იზორია დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს გაესაუბრა, მხარდაჭერა აღუთქვა და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. მუხათგვერდსა და ვაშლიჯვარში, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები და საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვა ხელმძღვანელი პირებიც იმყოფებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)