|
2017-04-14 19:15:45, 2748 ნახვა
სამართალი
ჩრდილოეთ კორეამ აშშ-ს მხრიდან აგრესიის შემთხვევაში ავიაიერიშების სავარაუდო სამიზნეები დაასახელა
ჩრდილოეთ კორეა ვაშინგტონის აგრესიის შემთხვევაში, ამერიკულ ბაზებზე, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში საპასუხოდ დარტყმებს განახორციელებს, - ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის გენერალურ შტაბში აცხადებენ. ინფორმაციას "რია-ნოვოსტი" ავრცელებს. მედია საშუალების ინფორმაციით, აგრესიის შემთხვევაში დარტყმები სეულში პრეზიდენტის რეზიდენციაზეც განხორციელდება. ამასთან, კორეა პრევენციულ დარტყმებს ამერიკის მხრიდან „პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო პროვოკაციების“ შემთხვევაშიც განახორციელებს. აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ბრძანებით, ჩრდილოეთ კორეისკენ გაგზავნილმა ატომურმა ავიამზიდმა, რომელიც ფრთოსანი რაკეტებითაა (Tomahawk) აღჭურვილი, იერიშისთვის ხელსაყრელი პოზიცია უკვე დაიკავა. შეგახსენებთ, 2016 წლის დასაწყისში ჩრდილოეთ კორეამ 20-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა. ამასთან, 2 ბირთვული ცდა განახორციელა, რომლებიც გაეროს რეზოლუციის პირობებს არღვევს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)